Monday, June 30, 2014

პროექტის მიზნები და ამოცანები

მოსწავლეები შეძლებენ:
  •  გამოიკვლიონ საქართველოში აივ-ინფექციით დაავადების შემთხვევები, აივ- ინფექციით დაავადებული ადამიანების მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება,დაავადების შედეგები, გავრცელების გზები და   დაავადების თავიდან აცილების საშუალებები.
  •  მოახდინონ სკოლასა და თემში  საზოგადოების ინფორმირება აივ- ინფექციის პროფილაქტიკისა და გავრცელების გზების შესახებ.

  • მოამზადონ და  საზოგადოებაში გაავრცელონ საინფორმაციო ბუკლეტები.

  • მოახდინონ პროექტის პრეზენტაცია სკოლაში სკოლისა და თემის  საზოგადოებისათვის



Sunday, June 29, 2014

მესამე დღის რეფლექსია



დღეს , საკუთარ ბლოგზე შევქმენით პოსტები.დავაკომენტარეთ სხვისი გზავნილები.
ეროვნული სასწავლო გეგმიდან ამოვიღეთ ჩვენი პროექტის შესაბამისი  შედეგები და ინდიკატორები, რომელიც განვათავსეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონში.
      მუშაობის პროცესი მეტად შრომატევადია, მაგრამ ვიგძენი რომ აზარტში შევედი.

Saturday, June 28, 2014

პირველი მოდულის რეფლექსია


1     ტრენინგის მიზნების გაცნობა
   პროგრამის გაცნობა
   სახელმძღვანელოს გაცნობა
  პორტფოლიოს შექმნა

მეორე დღეს  
.გავიხსენეთ წინა დღის  საკითხები
. ჩამოვაყალიბეთ  პროექტის იდეები
..შევქმენით პროექტის პუბლიკაცია ბროშურის სახით
   გავიხსენეთ წინა დღის  საკითხები
         ჩამოვაყალიბეთ  პროექტის იდეები
        შევქმენით პროექტის პუბლიკაცია ბროშურის სახით

ჩემი პროექტის იდეა


დღეს ,,შიდსს“ 21-ე საუკუნის შავ ჭირს ეძახიან, რადგან იგი გავრცელდა  მთელს მსოფლიოში და სამწუხაროდ,  შიდსი დღეს  განუკურნებელი სენია.


მოსწავლეებს ვთავაზობ შეისწავლონ  აივ - ინფექცია, მისი გავრცელების და დაავადების თავიდან აცილების  გზები,შეისწავლონ საზოგადოების აზრი  მოცემულ საკითხთან დაკავშირებით, რისთვისაც შექმნან კითხვარი და აიღონ ინტერვიუები, შემდეგ მოახდინონ შედეგების ანალიზი, ააგონ დიაგრამა , მოამზადონ ბუკლეტები და გაავრცელონ სკოლაში და თემში.