მე ვარ დარეჯან ბაღაშვილი, არბოშიკის საჯარო სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელი. სკოლაში ვმუშაობ 1982 წლიდან .ერთხელ, ერთმა მოსწავლემ მითხრა. დარეჯან მასწავლებელო, მე თქვენ რაღაცას გამჩნევთო. რას?- მეთქი- ვუთხარი. თქვენ გეტყობათ, რომ ძალიან გიყვართ თქვენი საგანიო. -მიპასუხა.
მართლაც,მე ძალიან მიყვარს ჩემი საგანი -ბიოლოგია და ვცდილობ შევაყვარო მოსწავლეებსაც.
წარმატებით ჩავაბარე ორი გამოცდა (ბიოლოგია-VII-XII, ბუნებისმეტყველება-V-VI) და შესაბამისად მაქვს ორი სერთიფიკატი.
მაქვს თანამდებობაზე მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება. 8 წელი დირექტორის მოადგილედ, 12 წელი კი სკოლის დირექტორად.
პირადი ცხოვრების მხრივ- მყავს ორი შვილი . ვაჟი-გიორგი და გოგონა-თინათინი.მეუღლე გარდამეცვალა ავტოავარიში 1988 წელს.
No comments:
Post a Comment